ყოველ წუთს ვინმეს სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა სისხლი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სისხლის უსასყიდლო დონორთა კლუბ "დონაციაში".
სიცოცხლის საზომი არა მისი ხანგრძლივობა, არამედ მისი გაზიარების უნარია. ჩვენ გვწამს, რომ სისხლით ვაჭრობა, ისევე როგორც სიცოცხლით ვაჭრობა, დაუშვებელია".
ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენს გარშემო ყველა იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ვიფიქროთ მათზე, ვინც ყოველ წუთს სიკვდილის საფრთხის წინაშეა, თუკი მას საჭირო ჯგუფისა და რეზუსის სისხლი დროულად არ მიეწოდა. მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვია. სწორედ თქვენ შეგიძლიათ მათი სიცოცხლის გადარჩენა.
სისხლის დონორობის გადაწყვეტილება საპასუხისმგებლო ნაბიჯია, მაგრამ ამ ნაბიჯს სიკეთის კეთების დიდი კმაყოფილების გრძნობა მოაქვს. არსებობენ სისხლის დონორები, რომელთაც ცხოვრების მანძილზე საკუთარი სხეულის წონაზე 2-ჯერ, 3-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 7-ჯერ მეტი სისხლი გადაუსხეს სხვებს და ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან. ზოგი მათგანი ჩვენი კლუბის წევრიცაა. გადადგით პირველი ნაბიჯი და გახდით კლუბ "დონაციის" გმირი.
ჩვენს შესახებ
"დონაცია" ინტერნეტ კლუბია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნა დაარსებული. ჯგუფის ზოგმა წევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა სისხლის საჭიროება და მადლობელია მათი, ვინც სისხლი გაიღო მისთვის, ან მისი ოჯახის წევრისთვის. საინიციატივო ჯგუფში არიან ისეთებიც, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ უსასყიდლო დონორობის წახალისებას საქართველოში. Yყველას ერთი რწმენა გვაერთიანებს და გვჯერა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ცივილიზებულ სამყაროში, სისხლის დონაცია უფასო უნდა იყოს, ანუ დონორი უნდა იყოს შეგნებული ალტრუისტი ადამიანი და არ უნდა იღებდეს ფულს ჩაბარებულ სისხლში.
დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი "ფეისბუქის" აქტიური მომხამრებელი გახდა, გვინდა ამ საზოგადოებრივი ქსელის დახმარებით მოგმართოთ და აგიხსნათ, თუ რა სასიცოცხლო ღირებულება აქვს ჩვენი თანამემამულეების ნაწილისთვის თქვენს მიერ სისხლის დონაციას და გამოვთქვათ იმედი, რომ სულ მალე არა მარტო ჩვენი კლუბის წევრების რიგებში, არამედ სისხლის უსასყიდლო დონოროთა რეალურ რიგში გიხილავთ.
მისია
კლუბის მისია იმ ადამიანების გულებამდე მიღწევაა, ვისაც ესმის რა არის სიკეთე და აქვს სურვილი დაეხმაროს სხვას, მაგრამ არ იცის როგორ, რა გზით, არა აქვს სახსრები. გვინდა ასეთმა ადამიანებმა, თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, აირჩიონ სისხლის დონორობა და საკუთარი სისხლის რეგულარული, უსასყიდლო გაღებით გადაარჩინონ ათობით ადამიანის სიცოცხლე.
ჩვენი ამოცანაა:
- სისხლის უსასყიდლო დონაციის გაზრდის ხელშეწყობა;
- საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება;
- სისხლის ბანკის ხარისხის გაუმჯობესება;
- სისხლის დონაციასთან დაკავშირებული მითების და ცრურწმენების დამარცხება;
- ეთიკის მაღალი სტანდარტების დანერგვა;
"გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"
მიიღეთ გადაწყვეტილება? გსურთ გახდეთ სისხლის დონორი?
იხილეთ საქართველოში სისხლის გადასხმის სამსახურების ჩამონათვალი, სადაც თქვენი კეთილი განზრახვა შეგიძლიათ სისრულეში მოიყვანოთ:
|
დაწესებულების დასახელება |
რეგიონი |
მისამართი |
1 |
დასავლეთ საქართველოს ზ. ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრი |
იმერეთი |
ჯავახიშვილის ქ. 83, ქუთაისი |
2 |
ჭიათურის საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
იმერეთი |
სტალინის ქ. 90, ჭიათურა. |
3 |
ალ. ძოწენიძის სახ. იმერეთის საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
იმერეთი |
ოცხელის ქ. 2, ქუთაისი |
4 |
შპს "ექიმი", სისხლის გადასხმის განყოფილება |
იმერეთი |
რესპუბლიკის ქ. 86. სამტრედია |
5 |
ქუთაისის რეგიონული სისხლის ბანკი |
შიდა ქართლი |
გურამიშვილის ქ. ქუთაისი |
6 |
შპს "ფერომედი" |
იმერეთი |
მაღლაკელიძის ქ. 4. ზესტაფონი |
7 |
ხაშურის მულტიპროფილური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
შიდა ქართლი |
რუსთაველის ქ. 38. ხაშური |
8 |
კასპის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
შიდა ქართლი |
სტალინის ქ. 110, კასპი |
9 |
ქარელის რაიონული საავადმყოფოს "ზაზა ფანასკერტელი" სისხლის გადასხმის განყოფილება |
შიდა ქართლი |
ზაზა ფანასკერტელის ქ. 30. ქარელი |
10 |
"გორის სამედიცინო პრეპარატები" |
შიდა ქართლი |
თამარ მეფის ქ. 126. გორი |
11 |
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
სამცხე ჯავახეთი |
|
12 |
ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
სამცხე ჯავახეთი |
ვაშლოვანის ქ. 4. ბორჯომი |
13 |
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
სამეგრელო-ზემო სვანეთი |
გამსახურდიას ქ. 206. ზუგდიდი |
14 |
ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
გურია |
ოზურგეთი |
15 |
აჭარის ვ. მაქაცარიას სახ. სისხლის ბანკი |
აჭარა |
პუშკინის ქ. 162, ბათუმი |
16 |
გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
კახეთი |
აღმაშენებლის ქ. 144. გურჯაანი |
17 |
საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
კახეთი |
კახეთის ქ. 13. საგარეჯო |
18 |
ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
კახეთი |
ლაგოდეხი |
19 |
ყვარლის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
კახეთი |
ყვარელი |
20 |
თელავის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
კახეთი |
ალადაშვილის ქ. 2. თელავი |
21 |
ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილება |
ქვემო ქართლი |
ბოლნისი |
22 |
ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი |
ქვემო ქართლი |
გოგებაშვილის ქ. 4. რუსთავი,
ტელ: 8-24-193432 |
23 |
ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლის გადასხმის განყოფილება |
თბილისი |
ვაჟა ფშაველას ქ. 29. თბილისი,
ტელ: 8-22-395782 |
24 |
ქალაქის სისხლის გადასხმის სადგური |
თბილისი |
უზნაძის ქ. 45. თბილისი,
ტელ: 8-22-955981, 8-22-955647 |
25 |
სისხლის და სისხლის პროდუქტების რესპუბლიკური სადგური |
თბილისი |
ქავთარაძის ქ. 21ა. თბილისი,
ტელ: 8-22-545319 |
26 |
შპს "სისხლის ბანკი" |
თბილისი |
ლუბლიანას ქ. 21. თბილისი,
ტელ: 8-22-540986 |
27 |
ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი |
თბილისი |
ყაზბეგის ქ. 22. თბილისი,
ტელ: 8-22-398583 |
28 |
ო. ღუდუშაურის ნაციონალური ცენტრი |
თბილისი |
ლუბლიანას ქ. 18/20. თბილისი,
ტელ: 8-22-515239 |
29 |
ჯო-ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის გადასხმის განყოფილება |
თბილისი |
ლუბლიანას ქ. 21. თბილისი,
ტელ: 8-22-540617 |
სისხლის დონორად ვარგისიანობის თვითშეფასების კითხვარი
თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
- თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
- თქვენი წონა 45 კგ-ზე მეტია;
- თქვენი ჰემოგლობინი არ არის დაბალი (ფასდება სისხლის საერთო ანალიზით);
- თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
- გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
- მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
- გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები, სისხლისმიერი ინფექციები;
- გაიკეთეთ ქირურგიული ოპერაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში;
- გაიკეთეთ ვაქცინაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში;
- ბოლო 6 თვის განმავლობაში იყავით ორსულად, ძუძუთი კვებავდით ბავშვს ან გაიკეთეთ აბორტი;
- უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
- რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
- იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;
- გქონდათ სქესობრივი კავშირი სხვადასხვა პარტნიორებთან ან მაღალი რისკის მქონე პირთან;
- აივ-ზე ტესტირებისას დადებითი შედეგი იქნა მიღებული.
საკონტაქტო პირი: მაია მეფარიძე
ტელ.: 822 24 48 59; 822 74 74 08
ელ-ფოსტა: maia7m@yahoo.com
|